|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო კლუბი„ზესტაფონი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან მოიხსნა. კლუბს დაეკისრა დისციპლინარული სასჯელი.  მატჩზე გამოუცხადებლობის გამო "ზესტაფონს" გორის "დილასთან"  წაგება 0:3 ჩაეთვალა,  ასევე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით.  საქართველოს 2014-15 წლების  ეროვნული ჩემპიონატის დებულების

 თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება 0:3. დისციპლინარული სასჯელი დაკისრა კლუბის დირექტორს მიხეილ ხუციშვილს.   მას  ერთწლიანი სანქცია მისცეს. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში  კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში  მიეცემა დისკვალიფიკაცია და აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.
საფეხბურთო კლუბს "ზესტაფონი" უფლება აქვს, სააპელაციო კომიტეტში  გადაწყვეტილება შვიდი დღის ვადაში გაასაჩივროს.

გაასაჩვრებს თუ არა კლუბი მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ ინფრომაციას მოგვიანებით მოგაწვდით, ჩვენ ჟურნალისტი თემაზე ზესტაფონში მუშაობს. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა