აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიღძვნილი ტურნირი დასრულდა
18-20 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლე კრივში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონის (იუნიორთა შორის, დიდებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორის (თურქეთის სახელით) აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ, რიგით მე-5 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. ახალგაზრდა ქართველ მოკრივეებთან ერთად რინგზე თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ფედერაციის (ჩრდილო ოსეთის) წარმომადგენლები გამოვიდნენ. მედლები 9 წონით კატეგორიაში გათამაშდა.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
49 კგ. ბურაკ ვუჯელი (თურქეთი, ერზურუმი),52 კგ. ვლადიმერ ნიკოგოსიანი (საქართველო, ახალქალაქი);56 კგ. ენეს რივჩი (თურქეთი, ბალიქიშეჰირი); 60 კგ. ასლან გაბისოვი (რუსეთი, ვლადიკავკაზი);64 კგ. არსენ გაბისოვი (რუსეთი, ვლადიკავკაზი);69 კგ. გიორგი ხარაბაძე (საქართველო, ქუთაისი);75 კგ. ბათემ ქულჩი (თურქეთი, ტრაბზონი);81 კგ. რატი ტლაშაძე (საქართველო, გორი);91 კგ. მუჰამედ აიდინი (თურქეთი, ერზურუმი.
ტურნირზე დაწესებული ჯილდოებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის აკაკი კაკაურიძის სახელობის პრიზი გახლდათ, რომელიც 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდებს შორის ევროპის ექსჩემპიონს გიორგი ხარაბაძეს გადაეცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი