|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის წარმომადგენლებს მასპინძლობს

  წერეთლის უნივერსიტეტში Tempusi-ის პროექტის „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების“ ფარგლებში, პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. მას  იტალიის, რუმინეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ესტონეთისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ღონისძიება აწსუ-ს რექტორმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა. „ჩვენს უნივერსიტეტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისები“. აღნიშნული სამსახურის ხელშეწყობით სტუდენტებს შეუძლიათ: ისარგებლონ საუნივერსიტეტო ელფოსტით; მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ, დამსაქმებლის მიერ გამოცხადებული ვაკანსიებისა და კონკურსების შესახებ; ისარგებლონ ელექტრონული სწავლების პორტალით, სადაც გაეცნობიან სასწავლო კურსების სილაბუსებს, ლიტერატურას, შეასრულებს სხვადასხვა სახის დავალებას და ასე შემდეგ“,- განაცხადა გიორგი ღავთაძემ. 

 საკოორდინაციო შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს Tempusi-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების“ ოფისების შესახებ. 

 პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

 

 

  
  

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა