გიორგი ღვინიაშვილს კაბინეტის კარები აუჭედეს
“ძირს ნაციონალების სექტა“, „მოშორდი გურჯაანს ღვინიაშვილო“- ეს წარწერები გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტის კარებზეა განთავსებული, აჭედილია მისი სამუშაო კაბინეტის კარები.
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, გამგეობის შენობა
ხელისუფლებას
ბლოკირებული აქვს.
„ეს ხალხი მზად არის და დავალება აქვთ,
რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადავიდნენ. თუ ხელისუფლებას გონია, რომ თუნდაც ერთი
ოთახის, ან გამგეობის ბლოკირებით შეაჩერებს ან ამ კომისიის მუშაობას, ან იმ ბრძოლას,
რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას სწორედ ამ ხელისფლებას და საქართველოს უკუსვლას,
ძალიან ცდებიან," - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
გურჯაანის
გამგებელის, გივი გერგიძის თქმით, მას პლაკატების განმთავსებლის შესახებ
ინფორმაცია არ აქვს. როგორც გამგებელი აღნიშნავს, შესაძლოა, გუშინდელი დღის შემდეგ
მოსახლეობას პროტესტის გრძნობა გაუჩნდა.
ავტორი: ანა ჯიქია