"წყალდიდობა" თამარ მეფის ქუჩაზე
ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ თამარ
მეფის ქუჩაზე, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილება გართულებულია. დაზიანებული სისტემიდან წყალი გზაზე
იქცევა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ,,ამ ქალაქს პატრონი ოდესმე ხომ
უნდა ეღირსოს, სირცხვილია. ესღა გვაკლდა, ტბა ქალაქის ცენტში,“-აღნიშნავს ადგილობრივი დარეჯან გვასალია.
საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის სპეციალისტის ქეთი კიკვიძის განცხადებით, პრობლემა ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება: ,,შექმნილი მდგომარეობა გამოიწვიაიმან, რომ თამარ მეფის ქუჩის პირველი ჩიხის 5 და 7 ნომერში დაზიანდა 100 დიამეტრის წყლის მილის ქსელი. ადგილზე მიმდნარეობს სარემონტო სამუშაოები. პრობლემა დღეს, ან ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება,"-განუცხადა მან "ნიუპრესს".
ავტორი: ეკა შალამბერიძე