2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა იწყება
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით პროექტის:
’’ეს მუშაობს’’ ფარგლებში 23
აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსახლეობის ფორუმი გაიმართება. ფორუმის მონაწილეები ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს
განსაზღვრავენ.
პროექტს ქალაქ ქუთაისის მერია
ახორციელებს. მოსახლეობის ფორუმში მონაწილეობას ქუთაისში მცხოვრები 120 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირი, მათ შორის დასაქმებულები, სამსახურის მაძიებლები, დიასახლისები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, იძულებით გადაადგილებული პირები, აქტიური მოქალაქეები მიიღებენ. შეხვედრაზე ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ახალგაზრდულ საკითხებსა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი