|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა რაჭველი ორმაისობაზე აღარ ჩამოვა

ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე  ნიკა რაჭველი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი ქუთაისში აღარ ჩამოვლენ.  მესხიშვილის თეატრში  დაგეგმილ  კონცერტში ადგილობრივ შემსრულებლებს დააკავებენ. ამის შესახებ "ნიუპრესს" მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა  განუცხადა.   „ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ისიც, რომ რაჭველი და მისი მეგობრები  საიუბილეო კონცერტისთვის ემზადებიან, მესხიშვლის თეატრში გასამართ კონცერტში ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი დაკავდება“,-განაცხდა ვაჟა ჟუღელმა.

თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ორმაისობის  კონცერტში,  დეტალები  ამ დროისათვის ზუსტდება. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა