|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა ქუთაისში 9 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი?

რა გახდა ქუთაისში  9 წლის გოგონას გარდაცვლების მიზეზი? დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში გოგონა მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა.  ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები საუბრობენ. აღნიშნულს  არ ადასტურებს  სამედიცინო კორპორაციის “ევექსის“ წარმოადგენელი  გიორგი ნიორაძე. „ვირუსი არ ყოფილა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. თუ მექნება  ოჯახის წევრებისგან წერილობითი თანხობა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შემეძლება ვისაუბრო გარდაცვალების რეალური მიზეზის შესახებ“, - განუცხადა „ნიუპრესს“  გიორგი ნიორაძემ. 

მისივე თქმით, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში სეზონური ვირუსით პაციენტები არიან მოთავსებული, თუმცა მათი მკურნალობა  ჩვეულებრივ მიმდინარეობს და  ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა