23 აპრილს, ღამით "მაგთი" და "ჯეოსელი" შეფერხებით იმუშავებენ
23 აპრილს, ღამის საათებში (01:00-06:00), მაგთიკომის და ჯეოსელის ქსელებში შეფერხებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ ორივე კომპანია იდენტურ განცხადებებს Facebook–ის საშუალებით ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ 23 აპრილს, ღამის საათებში (01:00-06:00), მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები მაგთიკომის და ჯეოსელის ქსელებში. შესაძლო შეფერხებები განპირობებულია კომპანიათა მიერ განსახორციელებელი გეგმიური სიხშირეების ოპტიმიზაციის სამუშაოებით,"– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო:netgazeti.ge
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


16:31
14:20
12:16
15:13
13:05
















