|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერმა წყალტუბოში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

პრემიერმა ცენტრალური პარკის ტერიტორია მოინახულა, სადაც მინი გოლფის მოედანი,  ჩოგბურთის, ბალახისა და გრუნტის საფარიანი მოედნები უნდა მოეწყოს.  გათვალისწინებულია ასევე  ბავშვებისათვის სათამაშო მოედანი, ყვავილნარი, მოცეკვავე შადრევანი, ღია კაფე.  პრემიერმა ცივ ტბაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალირა. აქ მცირე ზომის ტუტისტული შენობა-ნაგებობების აგებაა დაგეგმილი. ასევე კეთდება კაფე, საცურაო აუზები, ბუნგალო, 2 საფეხმავლო ხიდი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტბიდან გამომავალ არხებს.

წყალტუბოში სტუმრებმა  ბალნეოლოგიური აბაზანები დაათვალიერეს, რომელიც პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული. 2014 წელს აბაზანის ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია განახლდა. თითქმის მთლიანად რეაბილიტირებულია ბალნეოლოგიური სისტემა. მიმდინარეობს ახალი აბაზანის მშენებლობა, რომელიც  ამ  წლის ივნისში უნდა დასრულდეს.  წყალტუბოში გასულ წელს მკურნალობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა.  კურორტმა ამავე რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა. 

  ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრემიერთან ერთად იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულეს.


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა