"ხმა აიმაღლე მუსიკისთვის"
"ხმა აიმაღლე მუსიკისთვის" - ამ სლოგანით აღინიშნება წელს, 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. ეს თარიღი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2001 წლიდან აღინიშნება. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად განსაზღვრავს ამ დღის თემატიკას.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით ჩაატარა კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ.
კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა და ვორქშოფი გაიმართა.
ავტორი: ირინა მაკარიძე