|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-ს თანამშრომლები პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს 1-ლი განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების დაცვის თანამშრომელი გ.მ. დააკავეს, რომლისგან ამოღებულია 2 შეკვრა 0,83 გრ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.  სასამართლომ გ.მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმა. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ასევე დააკავეს 1986 წელს დაბადებული, შსს-ს პოლიციის აკადემიის მსმენელი - ი.რ. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მასაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ ი.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა