ნატო ქათამაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეობაზე უარს ამბობს
ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გამარჯვების ოლქიდან დღეს საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. ნატო ქათამაძის თქმით, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამშემწის თანამდებობაზე უარს ამბობს. დეპუტატის განმარტებით, ის გრძნობდა პასუხისმგებლობას ორივე საქმიანობისას, ამიტომ არჩევანი ქუთაისელი ამომრჩევლის სასარგებლოდ გააკეთა.
"ვგრძნობდი რა პასუხისმგებლობას, ორი თვეა, ვფიქრობდი არჩევანის გაკეთებაზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე. არჩევანი ამომრჩეველის სასარგებლოდ გავაკეთე, მე ვრჩები ქუთაისში",-აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი