გეგუთის N14 დაწესებულების ბიბლიოთეკა განახლდა
გეგუთის N14 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა. მსჯავრდებულებთან ერთად საკუთარი ლექსები ახალგაზრდა პოეტებმა: დავით კინწურაშილმა, პაპუნა რევიშვილმა და მიშა აბულაძემ წაიკითეს. მსჯავრდებულთათვის, სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკას ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ციცი ჯინჯიხაძემ და ბელა უჩაძემ საჩუქრად სხვადასხვა სახის მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. საღამოს წამყვანი და ორგანიზატორი სოციალური მუშაკი ანა ჩარკვიანი განმარტავს, რომ პოეზიის საღამოს საფუძვლად დაედო დაწესებულების სოციალური განყოფილების მიერ, 20-21 აპრილს განხორციელებული აქცია „მაკულატურა“ ცოცხალი წიგნი. დაწესებულების ბიბლიოთეკიდან და თანამშრომელთა მიერ შეგროვებული მაკულატურის საშუალებით არსებული ბიბლიოთეკა განახლდა 80 ახალი წიგნით. ღონისძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (გეგუთის) N14 დაწესებულების ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ამავე დაწესებულების სოციალური განყოფილების ორგანიზებით და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის უფროსის მინდია ბერეკაშვილის დახმარებით გაიმართა.
ავტორი: ანა ჯიქია