|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„აღნიშნული ტერიტორია არასოდეს ფიქსირდებოდა, როგორც სკვერი"-ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახური ოპოზიციას  ფაქტებით საუბარს ურჩევს. სამსახური  "პარტია თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვალენის გოგი წულაიას განცხადებას ეხმიანება.

 "ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის 58ა, მიწის ფართობი 350კვ.მ. 2009 წლის 25 თებერვალს რობერტ ზივზივაძემ და ლალი ღონღაძემ შეიძინეს. 2014 წლის 23 იანვარს მიწის მიმდებარედ დარჩენილი ნაწილი 208კვ.მ საჯარო აუქციონის წესით შეიძინა თამაზ იჩქიტიძემ. 2014 წლის  16 აპრილს საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რომ თამაზ იჩქიტიძემ არის ორივე ფართობის მფლობელი და გააერთიანა მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით 03.04.23.285 და თავის მფლობელობაში დაარეგისტრირა 558 კვ.მ.

2014 წლის 30 ოქტომბერს თამაზ იჩქიტიძემ მერიაში შემოიტანა პროექტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. მან მერის  #726 ბრძანებისის შესაბამისად  მშენებლობის ნებართვა 2015 წლის 6 იანვარს მიიღო, სამშენებლო ნორმების დაცვით, რომელიც დადგენილია საქრთველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით. ნებართვის შესაბამისად განაშენიანების ფართი ტერიტორიაზე შეადგენს 443 კვ.მ. რაც შეესაბამება აღნიშნულ ზონაში დადგენილ k1 კოეფიციენტს-აცხადებს მერიის არქიტექტურის სამსახური. მისივე განმარტებით, 2015 წლის 18 მარტს მერიამ გასცა სამშენებლო ღობის მოწყობის ნებართვა.  "მშენებლობის სანებართვო ღობე სცილდება საკადასტრო საზღვრებს, 558კვ.მ-ს. რადგან დაცული იყოს მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა. მშენებელს მიეთითა, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში, დაზიანებული საზოგადოებრივი სივრცეების, ტროტუარისა და გამწვანების ნაწილი აღდგენილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში მშენებლობის დასრულებისთანავე“.

 მერიის აქიტექტურის სამსახურის  ინფორმაციით, შენობა, პროექტის მიხედვით ნინოშვილის ბაღს დაცილებულია 10-11 მეტრით. ამჟამად აღნიშნულ ადგილზე მიმდინარეობს შემოღობვითი სამუშაოები.  განცხადებაში არქიტექტურის სამსახური ხის მოჭრას უარყოფს და ამბობს, რომ თუკი მშენებლობის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე მოიჭრება ხე, მშენებელი დაისჯება კანონის შესაბამისად.

„აღნიშნული ტერიტორია არასოდეს ფიქსირდებოდა, როგორც სკვერი. მეტიც, აქ სატვირთო ავტომანქანების არარეგისტრირებული სადგომი იყო. ასევე   შეშის სარეალიზაციო პუნქტი, რაც საერთო ჯამში  ანტისანიტარიას ქმნიდა. ოპოზიციას ვურჩევთ, ფაქტებით ილაპარაკოს და არა დაუზუსტებელი ინფორმაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა