|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განახლებულ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება


მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება. ისინი იქნებიან სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრები იქნებიან. ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამთავრობო ცვლილებები ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია. 
"საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობას საკანონმდებლო ორგანომ ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი - ცვლილებები მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან დინამიურ ვითარებაში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ყველას ერთად.  ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელობამაც დატოვეს თანამდებობები,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერმა პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის მაქსიმალურად სწრაფად გამოცხადება სთხოვა."მინდა მივმართო პრეზიდენტს და პარლამენტს მაქსიმალურად დაჩქარებულად გამოუცხადონ ნდობა ახალ მთავრობას. ამ კვირაში თუ ეს იქნება შესაძლებელი, მხოლოდ კანონის შესაბამისად. გვაქვს ამბიციური გეგმები და პროექტები, რომელსაც სჭირდება 24 საათიანი მუშაობა", - განაცხადა პრემიერმა. 

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა