პრემიერი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს
სიახლეები -
2015-04-29 15:48:31
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, რომ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. "მინდა, მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს - ამ სიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება. თუ ამ კვირაში შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურები კანონის შესაბამისად. პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ გაქვს ძალიან ამბიციური გეგმა და რეფორმები, რასაც 24-საათიანი მუშაობა, ერთიანი ძალისხმევით გადაწყვეტა სჭირდება. მე მინდა, მივმართო საზოგადოებას და დავარწმუნო, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხორციელდება ჩვენს გუნდში, ერთ მიზანს ემსახურება – დაჩქარდეს რეფორმები და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორცეილდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, უახლოესი პერიოდში უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის EBRD-ის შეხვედრა თბილისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?