რესტორანი და კაზინო სკოლის გვერდით?
"რამდენად სწორად მიგაჩნიათ სკოლის გვერდით კაზინოს არსებობა?"-ამ კითხვით საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა ნატო ქათამაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა. ქათამაძისავე განცხადებით, 41-ე სკოლის წინ რესტორნის მშენებლობა მიმდინარეობს. დეპუტატის შეკითხვას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მერის განცხადებით, აღნიშნული თემით თვითონაც არის დაინტერესებული და არაა მომხრე სკოლის გვერდით კაზინოების მშენებლობის.
"პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 7-8 წლის წინ გასხვისდა. მოგვიანებით მეპატრონემ რესტორანი კაზინოთი ჩაანაცვლა, რაც კანონის ფარგლებში მოხდა. ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემთვისაც სახარბიელო ბიზნესია, მაგრამ კანონი ადგენს ადგილს. კანონით, ეს ობიექტები სკოლიდან 50 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. ადგილობრივი ხელისუფლებას მხოლოდ ბანერების განთავსების ნებართვის გაცემის უფლება აქვს,"-აღნიშნა მურღულიამ. მისივე განცხადებით, მზადაა აღნიშნულ საკითხზე ყველა ინფორმაციას გაეცნოს, რომ ქალაში რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა