ქუთაისის მერიამ სახელმწიფოს ორი ავტომობილი უსასყიდლოდ გადასცა
ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში არსებული ავტომობილები მერიამ სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. საქმე ეხება ქუთაისის წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფოსთვის უვადო სარგებლობაში „ტოიოტა ლენდკრუისერისა“ და „ტოიოტა ჰაილუქსის“ გადაცემას.
ავტომობილების საკუთრებაში გადაცემას „ნაციონალი დეპუტატები“ გამოეხმაურენ. გია უკლებას განცხადებით, წინა ხელისუფლებას მსგავს ფაქტების გამო აკრიტიკებედნენ, თუმცა ახალი ხელისუფლება თავადაც ისე იქცევა. უკლებას შენიშვნას შოთა მურღულიამ შენიშვნითვე უპასუხა.
„ეს ავტომობილები თქვენს მიერ სახელმწიფოს უვადოდ გადაეცა.
მე მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამჯერად არ გაგვაჩნდა რაიმე მექანიზმი ავტომობილების
დასაბრუნებლად. ამიტომ ავტომობილების საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება მივიღეთ. წინა შემთხვევების გათვალისწინებით, სხვადასხვა უწყებები ამ ავტომობილებს ძირი რომ გაძვრებოდა, მერე აბრუნებდნენ და ქალაქისთვისაც უსარგებლო ხდებოდა. სამწუხაროდ, თქვენ ქალაქს ვერ უვლიდით და ხან ავტომობილებით ასაჩუქრებდით, ხანაც სხვა ქალაქებს ლიფტებს უმონტაჟებდით“,-
აღნიშნა მურღულიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი