|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში პრემიების გაცემა აქციით გააპროტესტეს

  ,,ნაკურთხი", თუ კურთხევის გარეშე, ეს უცნობია, თუმცა ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა პრემია მიიღეს, ამის შესახებ განცხადება პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

  ,,მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ გაიცა პრემიები ათეულობით თანამშრომელზე მერიაში. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ დაუსაბუთებელი ლარის გამოშვება ბაზარზე ეს არის უკვე ინფლაცია.  ქუთაისის მთავრობა არის ამ ქალაქის მტერი და მათ უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობები", - აცხადებს წულაია.
 დღევანდელ ბრიფინგზე წულაიამ კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ ის თავის მომხრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ქუთაისის მერიის წინ პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.
  როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
  წულაიას ბრიფინგის პარალელურად ქუთაისის მერიასთან საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, რადგანაც როგორც გუშინ დაანონსდა დღეს მერიასთან უნდა შეკრებილიყვნენ იპოთეკით დაზარალებულებიც, რომლებიც წულაიასთან ერთად მსვლელობით პარლამენტისკენ უნდა წასულიყვნენ, თუმცა დაანონსებული მსვლელობა არ შედგა.


ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა