“პარკებით დადიან და საპატიო ქუთაისელის სტატუსს ითხოვენ“-თეიმურაზ ნადირაძე
„საპატიო ქუთაისელის სტატუსი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სტატუსია, რომელსაც ადამიანი დამსახურების მიხედვით იღებს. სამწუხაროდ, ვიღაც-ვიღაცეები
პარკებით დადიან და ხელმოწერებს აგროვებენ, რომ თავიანთი თავი კანდიდატად წარადგინონ. ვერც ხვდებიან, რომ საპატიო ქუთაისელის
სტატუსის მისანიჭებლად სხვების მიერ უნდა მოხდეს წარდგენა. სამარცხვინოა, რაც ხდება.
კარგი იქნება თუ კომისიის მუშაობაში საკრებულოსაც ჩართავენ,“-აღნიშნა საკრებულოს დეპუტატამა
თეიმურაზ ნადირაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ „საპატიო ქუთაისელის“ სტატუსის მინიჭება
“ორმაისობს“ დღესასწაულზე ხდება, წელსაც აღნიშნული სტატუსი რამდენიმე მოქალაქეს მიენიჭება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი