წყალტუბოში იმერეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
წყალტუბოში იმერეთის განვითარების სტრატეგიული გეგემა განიხილეს. გეგმა 2015–17 წლებში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს. მასში გათვალისწინებულია, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური პროექტები. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგიონალური ქსელის წევრმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ფასილიტაციით 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო პროექტის "საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონალურ განვითრებაში" განხორციელება.
პროექტის მიზანია 6 რეგიონში: ქვემო ქართლში, მცხეტა- მთიანეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელო–ზემო სვანეთში და რაჭა–ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, მხარი დაუჭიროს რეგიონალური დაგეგმარების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილების გაზრდას.
დამსწრეთა უმეტესობისთვის პრობლემებს ინფრასტრუქტურული პრობლემები წარმოადგენდა. გეგმა, რომელიც დღეს განიხილეს, ძირითადად, იფრანსტრუქტურულ პროექტებზეა გათვლილი. ერთ–ერთ პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნებიც გამოთქვეს. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება თუ გაიხსნება ტურიზმის სკოლა, რომელიც მოამზადებს მომსახურე პერონალს. სასტუმროში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, დაახლოებით 110 ადამიანი მუშაობს. ზოგადად, პრობლემაა მომსახურე პერსონალის კვალიფიცირებასთან დაკავშირებით", – განაცხადა სასტუმრო "Georgian Hotels & Spa" დირექტორმა დიტო გოგელაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებიც უკვე ხორციელდება, უამრავი საკითხია გადასაჭრელი, რომელიც ეტაპობრივად მოგვარდება.
სამოქალაქო ორგანიზაციების რეგიონული ქსელი ორ წელიწადზე მეტია საქმიანობს საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივი საჭიროების გამოვლენის და მათი ადვოკატირების მიმართულებით, მასში 50–მდე ორგანიზაციაა ჩართული.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა