|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტმა მილიონიანი ცვლილება განიცადა

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტმა 952 000 ლარიანი ცვლილება განიცადა. აღნიშნული ცვლილება საკრებულომ დაამტკიცა. როგორც ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე განმარტავს, ბიუჯეტში ცვლილება შემოსავლების ზრდამ და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებამ გამოწვია.

„საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება წარვუდგინეთ. აქედან 652 000 ლარის ცვლილება  შემოსავლების ზრდის კუთხით გვაქვს, ასევე დაემატა ადმინისტრაციული ხარჯების  ეკონომიიდან მიღებული 300 000 ლარი. აღნიშნული თანხები  სხვადასხვა პროგრამების დასაფინანსებლად გადანაწილდა.  600 000 ლარი დაემატა გზების და ხიდების რეკონსტრუქციას,  50 000 ლარი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებს, 200 000 საბინაო -ინფრასტრუქტურის პროგრამებს, მედიკამენტებით დახმარების პროგრამა 50 000 ლარით გაიზარდა, ასევე დაემატა ლეიკემიით დაავადებულთა მხრადაჭერის პროგრამა,“-აღნიშნა კონსტანტინე ქავთარაძემ.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა