,,ჭყონიას 20 000 ლარი უნდა გამოეცა, მახინჯი "მაკდონალდსის" აშენებისთვის" - გოგი წულაია
რა ხელშეკრულება აქვს ქუთაისის მერიას გაფორმებული ,,კოკა-კოლას" დირექტორ თემურ ჭყონიასთან და რატომ არ სრულდება ის? ამ საკითხთან დაკავშირებით პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა.
წულაიას განცხადებით, თემურ ჭყონიასა და ქუთაისის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჭყონიამ ქუთაისს 20 000 ლარი უნდა გადმოურიცხოს, რომელიც უსახლკაროებს უნდა მოხმარდეს, თუმცა ამ დროისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჯერ კიდევ არ არის გადმოიცხული და მერიის მხრიდანც არანაირი ღონისძიება ამ მხრივ არ ტარდება.
"ჭყონიას 20 000 ლარი უნდა გადმოეცა მერიისთვის, მახინჯი "მაკდონალდსის" აშენების გამო, მაგრამ ამ უსუსურებს იმის ,,უკანა ნაწილიც" არ გააჩნიათ, რომ წერილი მიწერონ ჭყონიას: მოგვეცით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ხოლო არ მიცემის შემთხვევაში, ადგნენ, დაწერონ სარჩელი და შეიტანონ სასამართლოში," - აცხადებს წულაია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ნიუპრესი" ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა