|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“

პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ქუთაისში ტრენინგი გაიმართა. პროექტის მიზანია ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების, სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა, რაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად საქართველოში მიგრაციის მართვის სისტემის გაძლიერებას წარმოადგენს.

პროექტი 4 წლიანია, გეგმის მიღების შემდეგ სახელმწიფომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი უნდა მიიღოს.

დღეს გამართულ სემინარს დევნილთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების,  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო და სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები,  იმერეთის გუბერნატორი და რეგიონის პირველი პირები ესწრებოდნენ.  სემინარის მიზანია რეგიონების წარმოამდგენლების ინფორმირება, რადგან მათ უვიზო რეჟიმის შესახებ ინფორმაცია  საკუთარ მოსახლეობას მიაწოდონ.

როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრმა ზურაბ ყორღანაშვილმა აღნიშნა, სავიზო რეჟიმში შეტანილმა ცვლილებებმა გარკვეული ხარვეზები გამოიწვია, მოხდა სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორის შემცირება, თუმცა ახალი რეგულეციებით შემოსული ვიზიტორის სტატუსის  და შემოსვლის მიზეზის დადგენაა შესაძლებელი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა