|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერია სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსს აცხადებს

ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად მერია კონკურსს აცხადებს. როგორც ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე აღნიშნავს, კონკურსი ერთ კვირაში გამოცხადდება და ერთი თვის ვადაში დასრულდება.  ამავდროულად, საკონკურსო პირობებში ცვლილებები შევიდა, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ნებართვის ვადა 18 სატრანსპორტო ხაზს გაუვიდა.  როგორც ვიცე-მერი განმარტავს, ხელახალი კონკურის  გამოცხადება  საბოლოო შესწორებების მიღებამდე ვერ მოხდა.

ცვლილება შევიდა 200 ნომერ სამარშუტო ტაქსის მარშუტშიც.  როგორც საკრებულოს წევრმა, ნატო ქათამაძემ აღნიშნა, მძღოლების ნაწილი ცვლილებას არ ეთანხმება, რადგან სამარშუტო ხაზის გამო მათ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.  ქათამაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა.  დავით დვალის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მძღოლებთან განიხილეს და გადაწყვეტილება უმრავლესობის სურვილის მიხედვით მიიღეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა