|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში პრემია 46 თანამშრომელმა დაიმსახურა

პოლიტიკრი მასხარაობის მორიგი სერია“, - ასე ეხმაურება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია, პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებას პრემიეთან დაკავშირებით.

როგორც ყოველთვის, დემაგოგმა გოგი წულაიამ პოლიტიკური მასხარაობის კიდევ ერთი სერია შემოგვთავაზა, რაც მის არაპროესიონალიზმზე და უცოდინარობაზე მეტყველებს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და პირადად, ქალაქის მერს არაერთ საჯარო გამოსვლაში აქვს დაფიქსირებული მერიის თანამშრომელთათვის პრემიის გაცემის ახალი წესის დანეგვის შესახებ, რაც გულიხმობს იმას, რომ კანონის გათვალისწინებით, პრემიების გაცემა მოხდება დამსახურების მიხედვით. უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე თანამშრომელზე გაიცემა წახალისება. წახალისება მოხდება არა 100%-ით, როგორც ეს წლების მანძილზე ხდებოდა,  არამედ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი პროცენტულობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი წლის და აღდგომის სადღესასწაულო დღეებში არ გაცემულა პრემია. ქუთაისის მერიის სამსახურებმა, მედიის და არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან 2014 წელს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. სწორედ ანგარიშის გაცნობის შემდეგ და სამსახურის უფროსის უშუალო რეკომენდაციით მოხდა 46 თანამშრომელზე წახალისების გაცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს თანამშრომლები არასამუშაო, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობენ დამატებითი დატვირთვით.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა