თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერმა წარადგინა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძეს მადლობა გადაუხადა და განაცხდა, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება შესთავაზა. "ეს საბჭო გახლავთ ჩემი სათათბირო ორგანო, რომელიც მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ის უნდა ჩაიბაროს ადამიანმა, რომელმაც ეს სფერო ძალიან კარგად იცის", - განაცხდა ღარიბაშვილმა. რაც შეეხება თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობას, პრემიერმა აღნიშნა: "ქალბატონი თინა გახლავთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ის ევროპაში მეხუთე, ხოლო ქვეყანაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იქნება. ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია