პრეზიდენტმა მთავრობის ახალ სიაზე ხელმოწერა გადადო
პრეზიდენტი, გიორგი მარგევლაშილი მთავრობის ახალ სიას ხელს არ მოაწერს. მან ეს პროცედურა ერთი კვირით გადადო. "მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე მინდა მივცე შესაძლებლობა, როგორც პრემიერ მინისტრს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია