,,პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ინდივიდი" - დავით საგანელიძე
პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცება ერთი კვირით გადადო. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი კომენტარი უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა.
საგანელიძის განცხადებით, მას არ ქონდა იმის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს გადადებდა, რადგანაც დღეს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ძალიან ჭირდება, რომ მინისტრთა კაბინეტი დროულად შეუდგეს მუშაობას.
,,პრეზიდენტს ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე გუშინ გადაეგზავნა და ასევე მას ქონდა რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო პარლამენტისთვის აღნიშნული შემადგენლობის წარდგენა ნდობის გამოსაცხადებლად, თუმცა მან გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. ის არ არის არც ოპოზიციაში მყოფი და არც უმრავლესობის მიერ დანიშნული პრეზიდენი, ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი", -განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძისგან განსხვავებით დღეს უმრაველესობაში კეთდებოდა განცხადებები, რომელთა მიხედვითაც იყო მოლოდინი, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, პარლამენტს განსახილველად უკვე ხვალ ექნებოდა და პრეზიდენტისგან არანაირ სიურპრიზს არ ელოდებოდნენ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა