პრემიერი შეიარაღებული ძალებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს
ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო ძალადობრივ ქმედებებზე იყო საუბარი. პრემიერმა განაცხადა, რომ ქართველ ჯარისკაცებზე გავრცელებული ინფორმაცია იყო გადაუმოწმებელი, რომელიღაც წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული. " მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიირეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მართლაც საამაყო გმირები არიან ჯარისკაცები, ამიტომ აბსოლიტურად აღმაშფოთებელი და დასაგმობი ფაქტი იყო ეს, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ჯარისკაცებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია