აგვისტოს ბოლოს იმერეთში დევნილებს ობიექტები დაუკანონდებათ
აგვისტოს ბოლოსათვის იმერეთში დევნილებს ობიექტები დაუკანონდებათ, ამის შესახებ "ნიუპრესს" აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელემა ზაზა ჩაჩავამ განუცხადა. მისი თქმით, რეაბილიტირებული ობიექტები, რომლებიც დევნილებს გადაეცათ, საჭიროებს სწრაფ დაკანონებას და ობიექტების ირგვლივ საკადასტრო საზღვრების დადგენას. "სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე. როცა მოხდება დაკანონება, ადგილობრივ მთავრობას გაუყადვილდება მათი პროექტებში ჩართვა. 5 სანატორიუმში, რომელთა შორისაა "მეტალურგი", "ინტურისტი", "სამგურალი", " წყალტუბო", ხორციელდება რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობის და შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა განსახლების საკითხებზე", - განაცხადა ზაზა ჩაჩავამ.
ავტორი: ანა ჯიქია