|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველომ 5 მილიონ დოლარიანი გრანტი მიიღო

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის  საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.  გრანტს  სწორედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავს.

დოკუმენტი  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, ქვეყანაში 2014 წლიდან მიმდინარე „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ თანმდევი ღონისძიებების დაფინანსებისთვის ითვალისწიენბს.

„მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს დახმარებას. მისი მხარდაჭერით საქართველოსთვის მოძიებული იქნა დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, რათა მოსახლეობამ რეგიონებში მიიღოს სრულყოფილი მომსახურება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიღებული ფინანსური დახმარება  ხელს შეუწყობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას. 

„გრანტი,  რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, მოემსახურება ადგილობრივი თვითმართველობების შესაძლებლობების გაუმჯობესებას და გაძლიერებას, აღნიშნული გრანტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები თვითმმართველობებს დაეხმარებათ უკეთესად მართონ საკუთარი ბიუჯეტი და აქტივები“, - გნაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აღნიშნული პროექტისთვის მსოფლიო ბანკის მიერ   30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსია გამოყოფილი.  პროექტის  2015 -2017 წლებში უნდა განხორციელდეს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა