სატელიტური სიმპოზიუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თემაზე: „დიპლომამდელი სამედიცინო განათლება - საქართველოში არსებული მდგომარეობა და
განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირის TEMPUS-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლების (PBL) დიდი გამოცდილების მქონე ინგლისელი, ვირტუალური
პაციენტის მოდელირებაზე აქტიურად მომუშავე ბერძენი და პდს სწავლების მქონე კვიპროსის
უნივერსიტეტების კოლეგების ხელმძღვანელობით 3 წლის განმავლობაში სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის 6 სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა სასწავლო კურიკულუმების მოდერნიზაციაზე,
ათეულობით ქეისის თარგმნა-ადაპტაციაზე, ტუტორების
კადრის მომზადებაზე, შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ონლაინ ბიბლიოთეკის
შექმნასა და სამედიცინო განათლების ცენტრების ჩამოყალიბებაზე.
“მიუხედავად იმისა,
რომ პროექტი ჯერ არ დასრულებულა, ექვსივე უნივერსიტეტში დამკვიდრდა PBL სწავლება, სამივე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში,
ჩვენი უნივერსიტეტი წინ წავიდა, აქ მომზადდა და უკვე აკრედიტაციისათვის გადაეცა, სრულიად
ახალი ერთ- საფეხურიანი საგანმანათლებო პროგრამა „მედიცინა+PBL“ - განაცხადა პროგრამის
ლოკალურმა კოორდინატორმა ნანა შავლაყაძემ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე