მშრომელთა საერთაშორისო დღე ქუთაისში აქციით აღნიშნეს
„დაჩქარდეს შრომის ინსპექციის შექმნა“, „დასაქმებულს ღირსეული შრომითი პირობები“–ამ დევიზით დღეს ქუთაისში ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციას სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და იპოთეკით დაზარალებულები შეუერთდნენ.
„1 მაისი მშრომლეთა საერთასორისო დღეა. ეს დღეს
დაკავშირებულია მეცხრამეტესაუკუნის დასასრულსა და მოეცე საუკუნის დასაწყისში არსებულ
რეაქციონერულ ტალღასთან, რომელსაც რამდენიმე ღირსეული ანარქისტი შეეწირა. დღეს ვმართავ მშვიდობიან
აქციას და მშრომელთა უფლებების დაცვასადა ღირსეული
სამუშაო პირობების შექმნას მოვითხოვთ,“ –აღნიშნა ორგანიზაცია „პრაქსის“ წარმომადგენელმა
ვაკო ხურციძემ.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქცეულია "მშრომელ ღარიბად", იძულებულია, დათანხმდეს შრომის მონურ პირობებსაც კი, რადგან უკეთესის მოთხოვნა შეიძლება, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს. თავისუფალ ბაზარს მინდობილი მოქალაქის მოწყვლადობით სარგებლობს კერძო კაპიტალი და შედეგად ვიღებთ დაბალანაზღაურებად მუშახელად ქცეულ საზოგადოებას, მინიმალური გარანტიების გარეშე და ხვალინდელი დღის შიშით. საგანგაშოა იმათი მდგომარეობა, ვისაც "იპოთეკით დაზარალებულებად" მოიხსენიებენ - ათასობით ოჯახი გამოსახლების საფრთხის წინაშეა. სიღატაკის ყველაზე შემზარავი შედეგი ალბათ მაინც ისაა, რომ საქართველოში წელიწადში 300 ბავშვი იღუპება კვების დეფიციტის გამო,“–აღნიშნეს აქციაზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი