|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,მთავრობა არის აჭრილი" - ირაკლი ალასანია

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს გადაცემა ,,რეაქციის" ეთერში ეხმაურება, მისი განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით რეალურად არაფერი არ შეიცვლება.  

 ,,მივესალმები, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალბატონი იქნება. მე დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს თინა იმისთვის, რომ ამ უწყებაში თავისი დინამიკა შეიტანოს, რაც შეეხება მთავრობას მასში ძირეული ცვლილება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ წაგვიყვანს, არ მომხდარა. ალოგიკურია ის ცვლილებები,  რაც განხორციელდება. ლოგიკური იქნებოდა, რომ მთლიანად მთავრობა შეცვლილიყო ხელმძღვანელით და წარმოაედგინათ ახალი ანტიკრიზისული გეგმა," - განაცხადა ალასანიამ.
  მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტთან შეთანხმებულ უნდა იყოს თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა და მას ეს ინფორმაცია ფურცლით არ უნდა ეგზავნებოდეს.   ,,აღსანიშნავი ფაქტია, რომ ქვეყნის მთავარსარდალთან არ არის გავლილი კონსულტაციები თავდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატურაზე. ეს  არასწორი და არსერიოზულია და მისი დღევანდლი  გადაწყვეტილება სრულიად ლეგიტიმურია"
  "დღეს მთელი მთავრობა აჭრილია", ასეთი შეფასება მისცა ალასანიამ წარმატებული მინისტრების თანამდებობებიდან მადლობით გასტუმრების უკვე ტრადიციადქცეულ ფაქტს.  ,,ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე ვერ მოვუძებნე ახსნა ამ ყველაფერს, დღეს მთელი მთავრობა არის აჭრილი დეფაქტო პრემიერის ჩათვლით. ქვეყანაში დღეს ცვლილებები ვერ შეიგრძნობა და ეს ძალიან მტკივნეულია," - განაცხადა ალასანიამ.
  

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა