„ორმაისობას“ ქუთაისი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მასპინძლობს
„ორმაისობის“ დღესასწაულზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და მხარის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ უცხოურ დელაგაციას უმასპინძლეს. ქუთაისში დაძმობილებული ქალაქების წარმომადგენლები, პოლონეთის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წევრები იმყოფებიან. სტუმრებმა ქუთაისის მრავალწლოვანი ტრადიციის გამო აღფრთოვანება გამოთქვეს, ქალაქს მასპინძლობისა და ლამაზი დღესასწაულისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და ამ ლამაზი ტრადიციით, ეს არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი რეგიონის დღესასწაულია“- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
სტუმრებმა მოგვიანებით ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებია გამოფენილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი