|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში ბანკი დააყაჩაღეს

 ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პროკრედიტ ბანკი" დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ.  მომხდარიდან რამდენიმე საათში,  მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა