პრემიერი ქუთაისელებს "გვირილობის" დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისელებს "გვირილობის" დღესასწაულს ულოცავს. "ყველა ქუთაისელს გულითადად ვულოცავ 2 მაისს - ქუთაისისა და ქუთაისელების დღესასწაულს - გვირილობას. ეს ლამაზი დღესასწაული უკვე ტრადიციაა, რომელიც ას წელზე მეტია აღინიშნება. ვუსურვებ ქუთაისელებს სილაღეს, სიმშვიდეს და ბედნიერ ცხოვრებას თავიანთ ულამაზეს, უძველეს, გამორჩეულ ქალაქში", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქალაქის დღესასწაული ქუთაისში, ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


16:31
14:20
12:16
15:13
13:05
















