|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 89 წლის ასაკში ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხიძე გარდაიცვალა. ჩხეიძე იყო იმ ფილმების ავტორი, რომლებმაც უკვდავი ადგილი დაიმკვიდრეს ქართულ კინემატოგრაფიაში- ,,ჯარისკაცის მამა", ,,მაგდანას ლურჯა", ,,მაია წყნეთელი", ღიმილის ბიჭები და ბევრი სხვა.

 1963-81 წლებში რეზო ჩხიძე საქართველოს კინემატოგრაფთა კავშირის მდივანი იყო. 1974 წლიდან კი  რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგად მუშაობდა.
 სიცოცხლის ბოლო წლებში ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმს“ უდგა სათავეში.  მისი ვარსკვლავი რუთაველის თეატრის წინ რამდენიმე წლის წინ გახსნეს. 
  კულტურის სამინისტროს წარმომადგენლობის განცხადებით,  ჩხეიძის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა