|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარინა დახუნდარიძე:"ველოდო, როდის დაასრულებს მურღულია ქუთაისის გატყავებას?"

მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე მერიის შენობასთან იმყოფება. მან საპატრულო პოლიცია კიდევ ერთხელ გამოიძახა. დახუნდარიძე მერთან შეხვედრას მოითხოვს, იგი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. "შოთა მურღულიამ საქართველო შემაზიზღა, ორჯერ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. გასაუბრება მინდოდა. პარასკევს მივედი უარი მითხრეს ჩაწერაზე, ორშაბათს მოდიო. დღეს მოვედი და დაკეტილი დამხვდა. მე ახლა ველოდო, როდის დაასრულებს მურღულია ქუთაისის გატყავებას? ", - განაცხადა მარინა დახუნდარიძემ.

როგორც საპატრულო პოლიციამ მას განუმარტა, მერთან შეხვედრის მსურველთა სიები ამ ეტაპზე შევსებულია.  

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა