ქუთაისში პარკირების აუქციონი მესამედ ჩაიშალა
ქუთაისის მერიის მიერ მიმდინარე წელს მესამედ გამოცხადებული აუქციონი კვლავ ჩაიშალა. მიუხედავად მნახველთა რაოდენობისა, აუქციონზე ვაჭრობის ბიჯი-20 000 ლარი, მსგავსად ორი შემთხვევისა, არც ამჯერად დაფიქსირებულა. პარკირების ადგილები და მასზე გამოცხადებული აუქციონი განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა. ოპოზიცია და პარკირების ადგილებზე ხელშეკრულება გაფორმებული კომპანიის წარმომადგენელები აღნიშნავენ, რომ პარკირების აუქციონის საწყისი ფასი 660 000 ლარი ქუთაისის პირობებში არარეალურია და ნებისმიერი დაინტერესებული პირი გაკოტრებისთვის არის განწირული.
სავარაუდოდ, თანხისა და 274 ადგილის ერთ ლოტად გატანა გახდა აუქციონის ჩაშლის მიზეზი, თუმცა ქუთაისში სხვა ინტერესებზეც დაიწყეს საუბარი.
ამ ინტერესებს კი ქალაქის მერს, შოთა მურღულიას და ყოფილ ვიცე–გუბერნატორს, „გაპატრიოტებულ“
გოჩა თევდორაძეს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ მურღულია და თევდორაძე ურთიერთობას
ბიზნეს წილების გადანაწილებით ალაგებენ.
თევდორაძესთან ურთიერთობას კატეგორიულად უარყოფენ მერიაში.
ქალაქის მერი პარკირების გარშემო მის პირად ინტერესებზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. მურღულია აღნიშნავს, რომ პარკირების ადგილებზე ხელშეკრულებები წინა
ხელისუფლების დროს დაიდო და შესაბამისად კითხვაზე: სად მიდის უკანონოდ აკრებილი ფული?–პასუხი
„ნაციონალებს“აქვთ. ამასთან ერთად, მერია აუქციონის საწყისი ფასის შემცირებასა და ადგილების
რამდენიმე ლოტად გატანას, მიუხედავად აუქციონის რამდენჯერმე ჩაშლისა, არ აპირებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი