9.600 ლარი ქუთაისის თვითმმართველობის ავტომობილების ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად
ქალაქ ქუთაისის მერია საკრებულოსა და მერიის სამსახურეობრივი დანიშნულების ავტომანქანებისათვის დაწნეხილი ბუნებრივი აირის შესაძენად 9`600.00 ლარიან ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამსახურეობრივი ავტომანქანების ბუნებრივი დაწნეხილი აირით უზრუნველყოფა შესაბამის ავტოგასამართ სადგურებში ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე. მისაწოდებელ საქონელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერტიფიკატი (მახასიათებელი - მინიმუმ 7600 კ.კალ/მ3). მიმწოდებელს
საქართველოს ტერიტორიაზე (ქალაქ ქუთაისში მინიმუმ ერთი) უნდა გააჩნდეს დაწნეხილი ბუნებრივი აირის ავტოგასამართი სადგურების ქსელი.
ასევე ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად ხარისხიანი საქონელი. ტენდერი 25 მაისს
სრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი