|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე -,,გამოავლინონ ,,სპორტული ხულიგნები“!!!“

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ევროპა ჩვენი სახლია“ ხელმძღვანელი გია გოქაძე, 2 მაისს თბილისში საფეხბურთო კლუბებს, თბილისის ,,დინამოსა“ და ქუთაისის "ტორპედოს“ შორის გამართულ ხმაურიან საფეხბურთო მატჩს გამოეხმაურა.   გოქაძის განცხადებით,  საფეხბურთო კლუბების ფანკლუბის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ის აცხადებს, ,,დინამოს“ გულშემატკივრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ქუთაისელების მიმართ.

  ,,ორ მაისს თბილისში შედგა შეხვედრა ,,დინამოსა“ და ,,ტორპედოს“ შორის, ამ თამაშს წინ უძღვოდა ხელჩართული ბრძოლა აღნიშნული კლუბების ფანკლუბის წევრებს შორის. საბოლოოდ,  ვნებათა ღელვამ მოედანზე გადაინაცვლა. თბილისის დინამოს ფანები ქუთაისელებს  ამაზრზენი სიტყვებით მიმართავენ. მე არ ვამბობ, რომ ქუთაისის გულშემატკივრები ,,უდანაშაულოები“ იყვნენ, ისინიც გამოირჩევიან აგრესიით, თუმც არა ისე, როგოც ამას ,,დინამოს“ ფანკლუნის წევრები აკეთებენ“, - აცხადებს გოქაძე.

 გოქაძის თქმით, აღნიშნულ თამაშს არ ესწრებოდა კლუბის პრეზიდენტი და ამავდროულად ქუთაისის ვიცე მერი, ნოდარ მიქიაშვილი, რომელსაც უშუალოდ ეკისრება პასუხისმგებლობა გუნდთან მიმართებაში. გოქაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას საინფორმაციო გვერდი, სადაც მხილებული იქნებიან ,,სპორტული ხულიგნები“, რომლებიც ხელს უშლიან თამაშის მშვიდობიანად ჩატარებას.

  ,,საფეხბურთო კლუბი ,,ტორპედო“ არის მერიის საკუთრება და მისი პრეზიდენტი არის ნოდარ მიქიაშვილი, რომელიც არ ახლდა ამ გუნდს თბილისში, თურქეთისაგან განსხვავებით. მოვუწოდებ, ხელისუფლებამ და სტადიონის ადმინისტრაციამ მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოავლინოს ყველა კლუბის ,,სპორტული ხულიგნები“. გაკეთდეს საინფორმაციო ბაზა, სადაც მათი ვინაობა იქნება მხილებული და ისინი დროებით არ დაიშვან საფეხბურთო მატჩებზე.  თუ ზომები დროულად არ იქნა მიღებული, გამორიცხული არაა, მსგავსი დაპირისპირებები რომ ტრაგედიით დასრულდეს,“ - აცხადებს გოქაძე.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა