|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„წარმატებული „ორმაისობა“ სწორად შერჩეული კადრების შედეგია“-შოთა მურღულია

ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 2015 წლის „ორმაისობა“ შეაჯამეს და  მოწყობილი ღონისძიებებისა და შესრულებული სამუშაოების გამო, რამდენიმე სამსახურის თანამშრომელს საჯაროდ მადლობა გადაუხადეს.

„შევაჯამეთ  2015 წლის „ქუთაისქალაქობა“.   ეს იყო გამორჩეული „ორმაისობა“, როგორც ორგანიზებულობით, ასევე მრავალფეროვანი ღონისძიებებით. იყო მშვიდი გარემო და არანაირი დაძაბულობა არ შეიმჩნეოდა. დაახლოებით 10 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ეს არ იყო პოლიტიკური ხასიათის. ეს ყველაფერი კი სწორად შერჩეული კადრების დამსახურებაა. ამ თანამშრომლებმა თავდაუზოგავად იშრომეს, ამიტომ წარმატებით შესრულებლი სამუშაოების გამო სამსახურებსა და თანამშრომლებს მადლობას ვუხდით“-განაცხადა შოთა მურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მერის მადლობა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის, ინფრასტრუქტურის, საბინაოს, ზედამხედველობის სამსახურებმა და დასუფთავების აიპმა მიიღეს. ამავდროულად, შოთა მურღულიამ მადლობა იმერეთის გუბერნიას და თვითმმართველობებსაც გადაუხადა.

არაა გამორიცხული ამ თანამშრომლებმა შესრულებული სამუშაოებისთვის პრემიებიც მიიღონ.

„ჩვენ გავაუქმეთ პრემიების ძველი სისტემა და ნაცვლად დღესასწაულებისა, თანამშრომლები პრემიებს შესრულებული სამუშაოების მიხედვით იღებენ. ეს მათი წახალისების მიზნით ხდება. მე ძალიან მკაცრი ვარ, როდესაც გადაცდომასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ყველაფრის დეტალური განხილვა ხდება. კიდევ ერთხელ განვიხილავთ შესრულებულ სამუშაოებს და არაა გამორიცხული, ამ  ადამიანებმა მადლობასთან ერთად პრემიებიც მიიღონ“-აღნიშნა შოთა მურულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა