დედობის ინდექსით საქართველო 86-ე ადგილზეა
დედობის ინდექსით საქართველო 86-ე ადგილზეა. კვლევის თანახმად, მსოფლიოში დედობისთვის საუკეთესო ქვეყანა ნორვეგიაა. ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children აქვეყნებს. კვლევა 179 ქვეყანაში ჩატარდა .
რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს რუსეთი - 56-ე ადგილი, თურქეთი 65-ე და უკრაინა 69-ე ადგილით უსწრებენ. აზერბაიჯანს - 90-ე სომხეთს - 103-ე ადგილი უჭირავს.
კვლევა რამდენიმე ინდიკატორზე დედათა ჯანმრთელობის, განათლების, შემოსავლის დონისა და ქალის სტატუსის გათვალისწინებით ჩატარდა. საუკეთესო ათეულში ევროპის ქვეყნები ნორვეგიის გარდა, ფინეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ესპანეთი და ბელგია შევიდნენ. ათეულში მოხვდა ავსტრალიაც. ბოლო ათეულში კი - სუბ-საჰარული აფრიკული რეგიონის ქვეყნები - ჩადი, კოტ-დივუარი, გამბია, ნიგერი, მალი, კონგო, სომალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა არიან. რაც შეეხება კვლევას ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ქალებს ადგილების 11. 3 პროცენტი უკავია. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 48,9 პროცენტი კუბას აქვს. მეორე ადგილს 43,6 პროცენტით შვედეთი იკავებს.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა