|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გორში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში  მომხდარი მკვლელობა გახნილია. შსს-მ  1980 წელს დაბადებული გელა ვ. დააკავა. როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში ურთიერთშელაპარაკებისას, გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელებს - გელა გ-ს და მის ძმას, ბადრი გ-ს, რის შემდეგაც  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მის ძმას გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდნარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა