|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლამდელი აღზრდის პედაგოგთა პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისთვის თანამედროვე მიდგომების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა  უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს, რომელმაც პედაგოგების კვალიფიკაციისა და ბავშვთა აღზდის დონის ამაღლებას ხელი უნდა შეუწყოს. პროგრამების პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო. „ჩვენ არამარტო ინფრასტრუქტურისა და კვების გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ ბაღებში, არამედ კვალიფიციურ პედაგოგებზე და თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე“- განაცხადა შოთა მურღულიამ. 

მერის  თქმით, ეს არ ნიშნავს ატესტაციას და ვინმეს სამსახურიდან გაშვებას. ეს არის ტრენინგების კურსი, რომელსაც ყველა გაივლის. 
პრეზენტაცია ქუთაისში სკოლანდელი აღზრდის დაწესებულების მუშაკთა გადამზადების,  სემინარების და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა