|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში "ხონელობა" აღნიშნეს

 ხონში "ხონელობა" აღნიშნეს.  სახალხო დღესასწაული მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვით დაიწყო, შემდეგ კი ღონისძიებებმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლა, სადაც მოეწყო კონცერტი, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები. საზეიმო აქტივობებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.

"იმერეთის რეგიონი ყველასგან გამოირჩევა სახალხო დღესასწაულების სიმრავლით, თითოეულს საკუთარი ძალიან საინტერესო ისტორია და დანიშნულება აქვს, მიმდინარე წელს ყველა მათგანი მასშტაბურად აღინიშნება. ჩვენ ვდცილობთ, რომ შევინარჩუნოთ სახალხო დღესასწაულების უნიკალური ტრადიცია და ამავდროულად, ეს ღონისძიებები ტურისტებისთვისაც მიმზიდველი გავხადოთ". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

დღესასწაულთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საპატიო ხონელები დაასახელა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა.

"ხონელობა"–ს მუნიციპალიტეტში ნოდარ დუმბაძის მემორიალური დაფაც გაიხსნა მწერლის დედისეულ სახლში.  ასევე, ოკაცეს კანიონზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა