|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძარმა, ქობულეთში, 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპა

 ქობულეთის სასტუმროში "ჰასან" ხანძარი გაჩნდა, რასაც 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
დაღუპული ბავშვების ასაკი 10-11 წელია. ისინი ანსამბლ "სიხარული 2-ის" წევრები იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც ქორეოგრაფი გოგი მარღანიაა. 
ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გუშინ გამართა, რის შემდეგაც ქობულეთში სასტუმროში დაბინავდნენ, დღეს კი რუსთავში დაბრუნებას აპირებდნენ.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და რამდენიმე წუთში მთელ შენობას.

ქობულეთის სასტუმრო "ჰასანში" ხანძარი, სავარაუდოდ, კონდიციონერმა გამოიწვია

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა